пятница, 18 марта 2011 г.

ადგილის გეგმა

ადგილის გეგმა დედამიწის ზედაპირის მცირე უბნის გამოსახულებაა ქაღალდზე.გეგმის შესადგენად წასაკითხად სპეციალური ცოდნაა საჭირო.მათ ტომოგრაფიულ ნიშნებსაც უწოდებენ.


пятница, 4 марта 2011 г.

ფერნანდო მაგელანი, მაგალიაინში (პორტუგ. ) (დ. დაახლოებით გაზაფხული 1480, ტრაზ-უჟ-მონტიშის ოლქი, პორტუგალია — გ. 27 აპრილი, 1521, კ. მაქტანი, ფილიპინები) იყო პორტუგალიელი მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; მოკლულ იქნა მაქტანის ბრძოლაში ფილიპინებზე. თუმცა ის გარდაიცვალა მოლუკის კუნძულების დასავლეთით, და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. ევროპიდან აზიაში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა წყნარი ოკეანე, რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.

1519 წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი", „სან-ანტონიოსი", „სანტიაგო", „კონსეფსიონი" და „ვიქტორია" სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას", „კონსეფსიონის" და „სან-ანტონიოსის" კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა" და „კონსეფსიონის" კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს" კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო" კლდეზე დაიმსხვრა, ერთი ხომალდი კი უკან გამოეპარა. 1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი სრუტე, რომელსაც შემდგომში მაგელანის სრუტე ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა სამხრეთ ამერიკას და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში", რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და ფილიპინის კუნძულებს მიაღწია. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა. ექსპედიციის 250 წევრიდან მხოლოდ 18-მა მოახერხა ესპანეთში დაბრუნება და შესაბამისად დედამიწის ირგვლივ შემოვლა. მათ მეთაურობდა ბასკი ხუან სებასტიან ელ-კანო, რომელმაც ექსპედიციის წინამძღოლობა მაგელანის სიკვდილის შემდეგ ითავა. ამ მოგზაურობით დადგინდა დედამიწის სფერულობა, ერთიანი მსოფლიო ოკეანის არსებობა და ისიც, რომ დედამიწაზე ოკეანეებს უფრო მეტი ფართობი უკავიათ, ვიდრე ხმელეთს.

четверг, 3 марта 2011 г.

ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც ვითომ-და საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ბერმუდის სამკუთხედი — ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რომელშიც ვითომ-და საზღვაო და საჰაერო გემების საიდუმლო გაუჩინარებანი ხდება. რაიონი შემოფარგლულია ხაზებით ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულებამდე, შემდეგ კი პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ს სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

ისტორია.
ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გლადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“.

XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს ჩარლს ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

შემთხვევები ბერმუდის სამკუთხედში.
თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო გემის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19).
ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენი–ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ–ს სამხედრო–საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ–ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ასევე ვერ იპოვეს.

ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს–და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ – „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შესდგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი გახლდათ მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა ფრენათა რაიონს.

დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა–კისის კუნძლების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად. რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში.

რამოდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული.იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ–ერთი მათგანი – ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ – ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს. „გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ იგი აფეთქებას და ნამსხვრევებს თვალს ადევდნებდა, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინა.

სატვირთო გემი „სანდრა“.
ეს შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ სწორედ იგი გახდა 1950 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი.

გემი, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს, რის შედეგადაც სხვა გემებიც ჩაქიძირა. „სანდრას“ ძებნის პროცესი გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში დაიწყო, როდესაც გემი დანიშნულების პორტში არ მივიდა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.
1 წლის წინ
fსმეცნიერებმა ახალი პლანეტა აღმოჩინეს,. მეცნიერთა თქმით, აღმოჩენილი პლანეტა ალმასებისგან შედგება. აღმოჩნდა, რომ მას ნახშირბადის  დიდი რაოდენობა აქვს, რას იმას ნიშნავს, რომ პლანეტა ერთი გიგანტური ალმასია. აღსანიშნავია, რომ პლანეტას კულსი უწოდეს.

Share on facebook

Live

თემატიკა

პლუტონი (Pluto) მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.
პლანეტას ექსცენტრიული ორბიტა აქვს (ექსცენტრისიტეტი–0.24880766), რომელიც სხვა პლანეტათა გავლენის ქვეშ ექცევა და ამგვარად ის პერიოდულად ნეპტუნის ორბიტის შიგნით ხვდება. ის პლანეტათაგან უმცირესი და ზოგიერთ თანამგზავრზე მცირეცაა. მას თან ახლავს მეორე ჯუჯა პლანეტა - ქარონი ( დიამეტრი 1205 კმ)რომელიც მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის, მას ეს სტატუსი ჩამოერთვა.მისი ასტრონომიული სიმბოლოა ლათ. P-L მონოგრამა, ♇. ეს წარმოადგენს თავად პლუტონის სახელის პირველ ორ ასოსა და "პერსივალ ლოუელის" ინიციალებს. ლოუელი ინტენსიურად ეძებდა მეცხრე პლანეტას და შედეგად თავად ობსერვატორიასაც, საიდანაც პლუტონი აღმოაჩინეს, მისი სახელი დაერქვა. კოსმოსური ხომალდი "ნიუ-ჰორაიზონსი", რომელიც ფლორიდის კეიპ-კანავერალის კოსმოდრომიდან გაიშვა 2006 წლის 19 იანვარს, გახდება პირველი უმართავი ხომალდი, რომელიც პლუტონს ჩაუფრენს 2015 წლის 14 ივლისს. პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ (Clyde William Tombaugh) 1930 წლის 18 თებერვალს.

პლუტონის მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა: 4666 მ/წმ. მზის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნს ანდომებს 248 წელს და 1 თვეს. აფალეუმში მზიდან დაშორების მანძილი არის: 7 375 927 931 კმ (49.30503287 ა. ე.), პერიფელიუმში 4 436 824 613 კმ ( 29.65834067 ა. ე.), მზიდან დაშორების საშუალო მანძილია 5 906 376 272 კმ ( 39.48168677 ა. ე.). პლუტონის ღერძის ირგვლივ ბრუნის პერიოდია: 6 დღე 9 სთ 17 წთ 36 წმ. პლუტონის დიამეტრი დაახლოებით 2400 კმ -ია. პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა მინიმამალური -237 °C (36 °K)-ია, მაქსიმალური -217 °C (56 °K).
პლუტონს 3 თანამგზავრი ყავს. პირველი თანამგზავრი, ქარონი 1978 წლის 22 ივნისს აღმოაჩინა ჯიმ კრისტლიმ. მისი დიამეტრი 1210 კმ -ია. 2005 წელს პლუტონის ორი მცირე მთვარე იქნა აღმოჩენილი, ნიქსი რომელიც პლუტონიდან საშუალოდ
პლუტონი (Pluto) მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. 2006 წლის 24 აგვისტოს საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 26-ე ასამბლეაზე კენჭისყრით პლუტონი ჯუჯა პლანეტის სტატუსზე ჩამოქვეითდა. ამით ამავე ასოციაციის 1930 წლის გადაწყვეტილება გაუქმდა პლუტონის მზის სისტემის მე-9 პლანეტად ცნობის შესახებ. მაშინდელი მონაცემებით პლუტონი ბევრად უფრო დიდი ეგონათ, ვიდრე ეს შემდგომ გაირკვა.
პლანეტას ექსცენტრიული ორბიტა აქვს (ექსცენტრისიტეტი–0.24880766), რომელიც სხვა პლანეტათა გავლენის ქვეშ ექცევა და ამგვარად ის პერიოდულად ნეპტუნის ორბიტის შიგნით ხვდება. ის პლანეტათაგან უმცირესი და ზოგიერთ თანამგზავრზე მცირეცაა. მას თან ახლავს მეორე ჯუჯა პლანეტა - ქარონი ( დიამეტრი 1205 კმ)რომელიც მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის, მას ეს სტატუსი ჩამოერთვა.მისი ასტრონომიული სიმბოლოა ლათ. P-L მონოგრამა, ♇. ეს წარმოადგენს თავად პლუტონის სახელის პირველ ორ ასოსა და "პერსივალ ლოუელის" ინიციალებს. ლოუელი ინტენსიურად ეძებდა მეცხრე პლანეტას და შედეგად თავად ობსერვატორიასაც, საიდანაც პლუტონი აღმოაჩინეს, მისი სახელი დაერქვა. კოსმოსური ხომალდი "ნიუ-ჰორაიზონსი", რომელიც ფლორიდის კეიპ-კანავერალის კოსმოდრომიდან გაიშვა 2006 წლის 19 იანვარს, გახდება პირველი უმართავი ხომალდი, რომელიც პლუტონს ჩაუფრენს 2015 წლის 14 ივლისს. პლანეტა პლუტონი აღმოაჩინა ამერიკელმა ასტრონომმა კლაიდ ტომბომ (Clyde William Tombaugh) 1930 წლის 18 თებერვალს.

პლუტონის მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა: 4666 მ/წმ. მზის ირგვლივ ერთ სრულ ბრუნს ანდომებს 248 წელს და 1 თვეს. აფალეუმში მზიდან დაშორების მანძილი არის: 7 375 927 931 კმ (49.30503287 ა. ე.), პერიფელიუმში 4 436 824 613 კმ ( 29.65834067 ა. ე.), მზიდან დაშორების საშუალო მანძილია 5 906 376 272 კმ ( 39.48168677 ა. ე.). პლუტონის ღერძის ირგვლივ ბრუნის პერიოდია: 6 დღე 9 სთ 17 წთ 36 წმ. პლუტონის დიამეტრი დაახლოებით 2400 კმ -ია. პლუტონის ზედაპირის ტემპერატურა მინიმამალური -237 °C (36 °K)-ია, მაქსიმალური -217 °C (56 °K).
პლუტონს 3 თანამგზავრი ყავს. პირველი თანამგზავრი, ქარონი 1978 წლის 22 ივნისს აღმოაჩინა ჯიმ კრისტლიმ. მისი დიამეტრი 1210 კმ -ია. 2005 წელს პლუტონის ორი მცირე მთვარე იქნა აღმოჩენილი, ნიქსი რომელიც პლუტონიდან საშუალოდ
   ამერიკელმა ასტრონომებმა კეპლერის ტელესკოპის მეშვეობით ახალი პლანეტების აღმოჩენის შესახებ აუწყეს მსოფლიო საზოგადოებას. აღნიშნული ტელესკოპი შარშან მარტში ამოქმედდა.
    კეპლერის ტელესკოპი დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენას ისახავს მიზნად. თუმცა ტელესკოპის მუშაობის პირველი შედეგების მიხედვით აღმოჩენილია გაცილებით უფრო დიდი ზომის პლანეტები. 4 მათგანი იუპიტერზე უფრო დიდია , მეხუთე კი დაახლოებით ნეპტუნის ზომისაა.
   ნასას მეცნიერის უილიამ ბორუკის განცხადებით, აღნიშნული პლანეტები ისე სწრაფად მოძრაობენ ვარსკვლავების ორბიტის გარშემო, რომ იქაური წელიწადი დედამიწის რამდენიმე დღეს უდრის:
" მათ ძალიან მოკლე ორბიტები გააჩნიათ რომლებიც სამიდან ხუთ დღემდე გრძელდება. ამგვარი მოკლე ორბიტები იმის მაჩვენებელია რომ პლანეტები თავიანთი ვარსკვლავებიდან ძალზე მცირე მანძილით არიან დაშორებულნი და ამის გამო იქ მაღალი ტემპერატურაა."
  ასტრონომები პლანეტების ტემპერატურის დასადგენად ე.წ. კელვინის შკალას იყენებენ. ამ შკალის მიხედვით ცივი იუპიტერი 124 კელვინით, დედამიწა კი 300 კელვინის ტემპერატურით განისაზღვრება. უილიამ ბორუკის განცხადებით:
  " რაც შეეხება ტემპერატურას,  გავარვარებული ლავის ტემპერატურა 1300 კელვინს აღწევს. ეს პლანეტები კი გაცილებით უფრო ცხელია და ისინი ვარსკვლავებივით კაშკაშებენ."
  ამას წინათ ვაშინგტონში ამერიკელ ასტონომთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც კეპლერის ტელესკოპზე მომუშავე მეცნიერებიც ესწრებოდნენ.
  აღასანიშნავია რომ კეპლერის ტელესკოპით შორეული პლანეტის პირდაპირ დანახვა შეუძლებელია, თუ ის დიდი, კაშკაშა ვარსკვლავის ორბიტაში იმყოფება. ამიტომ ასტრონომები ვარსკვლავიდან მომავალ გამოსხივებას აკვირდებიან, რომლის ფონზეც გაიელვებენ ხოლმე მათ ორბიტაზე მყოფი პლანეტები. ახალი პლანეტები რწორედ ამ მეთოდით აღმოაჩინეს.
  კეპლერის ტელესკოპით დაახლოებით 100 000 ვარსკვლავზე აწარმოებენ დაკვირვებას, რომლებსაც შესაძლოა თავიანთი პლანეტარული სისტემა გააჩნდეთ.
  როგორც სან ხოსეს უნივერსიტეტის ასტრონომი ნატალი ბატალია აცხადებს, ახლად აღმოჩენილ პლანეტებს დაახლოებით ასი ღამის განმავლობაში აკვირდებოდნენ შერთებულ შტატებში და კანარის კუნძულებზე მდებარე ობსერვატორიებიდან.
   კეპლერის ტელესკოპის მეშვეობით პლანეტების გარდა იმ ვარსკვლავების შესახებაც მოიპოვებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას რომელთა ორბიტაზეც ბრუნავენ აღნიშნული პლანეტები. ამერიკელი მეცნიერის რონ გილიჰლენდის განცხადებით ჩვეულებრივი ტელესკოპის მეშვეობით ვარსკვლავის ზომის განსაზღვრა პლიუს-მინუს 10%-ით შეიძლება. კაპლერის ტელესკოპის საშუალებით კი ეს ცდომილება მხოლოდ 1%-მდე დადის.
  ვარსკვლავ კეპლერ-9-ასთან ახლოს დაფიქსირებული იქნა ორი პლანეტის არსებობის ნიშნები. მათ კეპლერ-9b და 9c დაარქვეს. ეს აღმოჩენა არის რეზულტატი კვლევებისა, რომლებიც 156 ათას ვარსკვლავზე ჩატარდა, მზის სისტემის გარეთ დედამიწის მაგვარი პლანეტების ძებნის პროგრამით.
 
კეპლერის ზეზუსტმა კამერებმა გაზომეს ვარსკვლავთა ის უმცირესი დაბნელებები, რომლებიც მათ წინ პლანეტის გავლის დროს ხდება(ტრანზიტი). პლანეტის ზომებზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ დროებითი ჩაბნელებების მიხედვით.
 
ვარსკვლავამდე მანძილი შეიძლება გამოვთვალოთ მიმდევრობით ჩაბნელებებს შორის არსებული დროის ინტერვალის გაზომვით. ამ ჩავარდნების რეგულარულობაში არსებული მცირე განსხვავებების მიხედვით ხდება პლანეტების მასების დადგნენა და ამავე სისტემაში სხვა პლანეტების აღმოჩენა.

           
                                                  
        ვარსკვლავი კეპლერ-9                                                                                          კეპლერის კოსმოსური ობსერვატორია(NASA)

 
2010 წლის ივნისში, კეპლერის მისიაზე მომუშავე მეცნიერებმა წარმოადგინეს მონაცემები ექსპერტიზისათვის, პირველი 43 დღის განმავლობაში 700-ზე მეტი ეკზოპლანეტის კანდიდატურა გამოვლინდა. კიდევ ხუთი დამატებითი სისტემა, რომლებშიც ორზე მეტი პლანეტაა.

 
ასტრონომებმა პლანეტების მასები დააზუსტეს keck-ის ობსერვატორიაში ჰავაიზე. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ კეპლერ-9b 9c-ზე დიდია, მასებით სატურნს ჰგვანან. კეპლერ-9b ვარსკვლავთან უფრო ახლოსაა, 19 დღიანი ორბიტით, მეორე კი ორბიტის გავლას 38 დღე ანდომებს.
 
ამ ორ პლანეტასთან ერთად, მეცნიერებმა გამოავლინეს მესამეს არსებობის კვალიც. თვისებების მიხედვით ის .. სუპერდედამიწა უნდა იყოს, დედამიწაზე 1,5-ჯერ დიდი. დამატებითმა კვლევამ უნა დაადგინოს, ნამდვილად არის თუ არა ეს სიგნალი პლანეტა, ან რაიმე ასტრონომული მოვლენა, რომელიც პლანეტის არსებობის
კომპასი ორიენტაციის გაგნებისათვის განკუთვნილი ხელსაწყო. კომპასი პირველად ჩინეთში გამოიგონეს 2 ათასი წლის წინ, მოგვიანებით, XII საუკუნეში კი მისი გამოყენება ევროპაშიც დაიწყეს.
კომპასი მეტალისაგან დამზადებული მრგვალი კოლოფია. მის ცენტრში დამაგრებულია დამაგნიტებული ისარი. მისი ერთი ბოლო ლურჯად ან შავად არის შეღებილი, მეორე კი წითლად. კოლოფზე დამაგრებულია ჩამკეტი, რომელიც ისარ აჩერებს. მისი აშვების შემდეგ ისრის ლურჯი მხარე ჩრდილოეთს გვიჩვენებს.